ქიმიური ექსპერიმენტები

14-06-2019 მარილმჟავასა და მისი მარილების აღმომჩენი რეაქცია.

ცდის ჩატარებისას მოსწავლეებმა მოამზადეს: პირველ სინჯარაში 1გ ნატრიუმის ქლორიდისა და 10მლ წყლისგან ხსნარი, მეორე სინჯარაში 5მლ 10%-იანი მარილმჟავასა და 5მლ წყლისგან ხსნარი, მესამეში მოათავსეს 0,5გ ბარიუმის ქლორიდი.სინჯარებს დაუმატეს წვეთ-წვეთობით ვერცხლის ნიტრატის 1%-იანი ხსნარი, რომელიც წინასწარ დაამზადეს. სინჯარები მოათავსეს სადგამზე და შეამჩნიეს თეთრი ხაჭოსებური ნალექი. სადგამი მოათავსეს ფანჯრის რაფაზე მზის შუქზე. გარკვეული დროის შემდეგ სინჯარის შიგთავსები გაშავდა (სინჯარებში ვერცხლის არსებობის გამო). მოსწავლეები წინასწარ გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ვერცხლის ნიტრატის 1%-იანი ხსნარი თითებს ყვითლად ფერავს!

ნანახია 1645-ჯერ